სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N320/01-01 20/11/2024 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:
1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N320/01-01 20/11/2024 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 139 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
- მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
- თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
- მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
- თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;
- ლუიზა აბაზაძე-მთავარი სპეციალისტი;
- ნათია დათიაშვილი-მთავარი სპეციალისტი;
- ქეთევან ცაბაძე-წამყვანი სპეციალისტი;
- თამარ ქარსაულიძე-წამყვანი სპეციალისტი;
3) საბუთები მიიღება: 22-26 ნოემბერი 17საათამდე VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ
4) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
5) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.